ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს ბავშვის უფლებების დაცვის პრაქტიკული მექანიზმები და რეაგირების გზები დარღვევის შემთხვევებში.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება რეალური შემთხვევები, სამართლებრივი ჩარჩო და ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები, რაც ხელს უწყობს ბავშვის უფლებების დაცვას როგორც აკადემიურ, ასევე საზოგადოებრივ სივრცეში.
ტრენინგი აერთიანებს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და სფეროს წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებასა და გამოცდილების განვითარებას.