ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელი (CRANG) მიზნად ისახავს ძლიერი, მდგრადი და საერთაშორისო კავშირების მქონე ბავშვის უფლებების ცენტრების ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტეგრირებული იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აქტიურად ჩაერთვება განათლების, კვლევის, პოლიტიკის შემუშავებისა და ადვოკატობის პროცესში.
ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის (CRANG) მისიაა საქართველოს ავტორიზებული უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ბავშვის უფლებების ცენტრების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობისა და განვითარებისთვის მდგრადი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ინკლუზიური და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ბავშვის უფლებების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას, პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესში ჩართულობას, ადვოკატობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელი (CRANG) აერთიანებს საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბავშვის უფლებების ცენტრებს და მიზნად ისახავს გახდეს აღიარებული ეროვნული და რეგიონული აკადემიური პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული აქტივობებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნის ახალ ცოდნას, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკის ფორმირებაში ბავშვის უფლებების მიმართულებით, შთააგონებს და გააძლიერებს პროფესიონალებს თითოეული ბავშვის ღირსების, უსაფრთხოებისა და მომავლის დასაცავად.
ღირებულებები
ბავშვზე ორიენტირებული და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა
ყველა აქტივობა მიზნად ისახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ღირსებისა და უფლებების დაცვას, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის, საქართველოს ბავშვის უფლებების კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მტკიცებულებებზე და ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება
პოლიტიკა, გადაწყვეტილებები და აქტივობები ემყარება კვლევებს, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო პრაქტიკას.
ხარისხი, კეთილსინდისიერება და აკადემიური პასუხისმგებლობა
ქსელი ხელს უწყობს განათლების, კვლევისა და მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების გათვალისწინებით.
ინკლუზია, თანასწორობა და ხელმისაწვდომობა
ქსელი მხარს უჭერს თანაბარ შესაძლებლობებს, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, განსაკუთრებით მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ.
დისციპლინათშორისი თანამშრომლობა და პარტნიორობა
ქსელი ხელს უწყობს ინტერ-, მულტი-, ტრანს- და პლური- დისციპლინური მიდგომების დანერგვას და თანამშრომლობას აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო და კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბავშვის უფლებების რეალიზებისთვის.
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
CRANG-ის საქმიანობა ეფუძნება ღიაობის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს, მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს.
მდგრადობა და გრძელვადიანი გავლენა
CRANG ორიენტირებულია ინსტიტუციურ და ფინანსურ მდგრადობასა და გაზომვად, გრძელვადიან შედეგებზე.
ინოვაცია და ციფრული ტრანსფორმაცია
CRANG ხელს უწყობს განათლების, კვლევის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით ინოვაციურ და ციფრულ გადაწყვეტებს ადამიანის და ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით.
სტრატეგიული მიზნები
- ბავშვის უფლებების ცენტრების და ქსელის შესაძლებლობების განვითარება
- ბავშვის უფლებების მიმართულებით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ბავშვის უფლებების მიმართულებით
- სამეცნიერო კვლევების წარმოება
- მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პროცესში ბავშვის უფლებების მიმართულებით
- ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ბავშვის უფლებების მიმართულებით
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადვოკატობა და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნის მხარდაჭერა