🏆 აკადემიური ქსელი

აკადემიური ქსელი ბავშვის უფლებების დაცვისათვის

ქსელი აერთიანებს უნივერსიტეტებს, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის განვითარებას, კვლევებსა და თანამშრომლობას საქართველოში ბავშვის უფლებების გაძლიერებისთვის.

about 06
ჩვენ შესახებ

აკადემიური ქსელის ისტორია

გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში შეიქმნა ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო ცენტრები.

მათ ბაზაზე კი, 2024 წლიდან დაფუძნდა საქართველოს ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელი. ის უნივერსიტეტებს საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებს: გაძლიერდეს ბავშვის უფლებების დაცვა და სფეროს კვლევა საქართველოში და გაიზარდოს მის შესახებ ცნობიერება.
ამ ეტაპზე, აკადემიური ქსელი აერთიანებს 12 უნივერსიტეტს და მათ სივრცეში არსებულ ბავშვის უფლებების ცენტრებს თბილისსა და რეგიონებში.

გახდი ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის წევრი

ქსელის წევრობა შეუძლია ნებისმიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ისწრაფვის ბავშვის უფლებების სფეროში ცოდნის განვითარებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელი?

ქსელი აერთიანებს უნივერსიტეტებს საერთო მიზნისთვის — გააძლიეროს ცოდნა, კვლევა და თანამშრომლობა ბავშვის უფლებების მიმართულებით.

ცნობიერების ამაღლება

ქსელი ხელს უწყობს ბავშვის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების ცნობიერების გაზრდას.

1
უნივერსიტეტების გაერთიანება

ქსელი აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტს ერთიან აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობისთვის.

2
კვლევებისა და ცოდნის განვითარება

ხელს უწყობს კვლევების შექმნას და აკადემიური ცოდნის განვითარებას ბავშვის უფლებების სფეროში.

3
პრაქტიკული აქტივობები

ორგანიზებას უწევს სემინარებს, ტრენინგებსა და ღონისძიებებს პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად.

4
ჩვენი ქსელი

ქსელის წარმომადგენლები და ექსპერტები

ქსელის წევრი უნივერსიტეტები არიან:

1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. კავკასიის უნივერსიტეტი
11. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი